მარნეულში ხანძრის შედეგად 57 წლის მამაკაცი დაშავდა

გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მარნეულის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 57 წლის მამაკაცი დაშავდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დღეს, დილით გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა შენობაში, სადაც რამდენიმე მაღაზია და კაფეა. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი. ჯამში დაიწვა 200 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძრის შედეგად მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო 57 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით („ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ნივთის დაზიანება ან განადგურება“), რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0