სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადებულმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. დამოუკიდებელმა საპარლამენტო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების თარიღი დაასახელა

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს  განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იგი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის. 

„დღეს უკვე აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით 31 ივლისს  მიმართა. 

სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.  

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები.  2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ მხარს სწორედ მას დაუჭერს. ამ შემთხვევაში მას გამარჯვების ნამდვილად ყველაზე მაღალი შანსები ექნება.

თავად მმართველ პარტიას ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჯერჯერობით არ გაუხმაურებია. პარტიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ. 

საქართველოს ცესკომ უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ის წარადგინა. ახლა მათ უნდა შეაგროვონ არანაკლებ 25,923 ამომრჩეველის ხელმოწერა და  ცესკოს ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის რეგისტრაციისთვის მიმართონ.


ყველა ახალი ამბავი
0