ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სალომე ზურაბიშვილი თავისი მკვეთრი გამონათქვამების გამო გაკიცხეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, პარლამენტის დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის არაკორექტული გამონათქვამები ჟურნალისტების მისამართით სკანდალის მიზეზი გახდა.

„ჟურნალისტებმა  ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი“, – ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ.

საპრეზიდენტო სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს

რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აგებულ სასახლეში მუშაობას არ აპირებს. მისი თქმით, პრეზიდენტის სამუშაო ადგილი მის ამჟამინდელ უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს. 

ზურაბიშვილის გამონათქვამმა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კრიტიკით გამოვიდნენ წამყვანი ქართული ტელეკომპანიები, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

„საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ ეს კითხვა თუ არ მოეწონებათ. მით უმეტეს, რომ ის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია“, – განაცხადა ქარტიის დირექტორმა ნათია ძველიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადება ასევე მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს

„ნამდვილად ვერ გავიზიარებ მის განცხადებას. პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ. ჩვენ მის განცხადებებას იმ შემთხვევაში უნდა გამოვეხმაუროთ, თუ ის დასახელებული იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად. ჩვენ ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

ზურაბიშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა.

„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, სულ მუდამ ძალიან სერიოზულები არ ვიყოთ, იმედია ხუმრობით მიიღეთ,  თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ TV Pirveli–ს ეთერში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამჟამად განაცხადი არჩევნებში მონაწილეობისთვის 21–მა კანდიდატმა შეიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0