რა ინიციატივით გამოდიან კერძო სადაზღვევო კომპანიები

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო სადაზღვეო კომპანიების ინიციატივით სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარს კერძო სადაზღვეო კომპანიის პროდუქტების შეძენის საშუალებაც უნდა ჰქონდეს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik.  კერძო სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi

თბილისის ერთ-ერთი კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის დაზღვევა – ხელმისაწვდომობა და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტ დევი ხეჩიკაშვილის თქმით, კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში გარკვეულწილად გაკონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიზნობრიობა და რაციონალურობა. 

ვინ ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაზღვევით – ხელისუფლება ახალ პროექტს ამზადებს>>>

„მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალურმა მოხმარებამ გამოიწვია. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლოდ გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ  იაფი წამლებით უზრუნველყოფის პროგრამას. თუმცა, მათი აზრით, ეს საკმარისი არ არის, ამიტომ პირველ ეტაპზე კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები, რომლებიც დააფინანსებს: 

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისთვის მასობრივი თავშეყრის ობიექტებს დააჯარიმებენ

– მედიკამენტებს; 

– ამბულატორიულ მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს (საყოველთაო დაზღვევით იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა); 

– ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას); 

– სტომატოლოგიურ მომსახურებას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. ის ქვეყნის ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბავშვთა და სიღარიბის ზღვარს  მყოფი პირების სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა სრულად ფარავს, დანარჩენი მოქალაქეების კი — ნაწილობრივ. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმის უფასო მეთვალყურეობასა და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80%-სა და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს დაავადებათა 12 ჯგუფის მკურნალობას.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა 2017 წელს დაიწყო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0