საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანდიდატად დარეგისტრირებისთვის 31-მა ადამიანმა მიმართა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოფიციალურად 29 აგვისტოდან იწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 35 წლიდან, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 5 წელი ცხოვრობდა, აქედან სამი წელი – მუდმივად, არჩევნების დანიშვნის დღემდე.

კანონის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის მომენტიდან იწყება და ამ დღიდან ყველა კანდიდატი ერთნაირი უფლებით სარგებლობს.

არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ კანდიდატებს შეუძლიათ დაიწყონ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების დამზადება, რომელთა გავრცელების შეზღუდვა კანონით ისჯება.

არჩევნები საქართველოში : პარტიებმა ცესკოს ოთხი მოთხოვნა წაუყენეს>>>

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, გარდა საარჩევნო კომისიების, სასამართლოების წევრების, შსს–ს, თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებისა.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ვის დაუჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე - კულმინაცია ახლოსაა

აკრძლვა ასევე ვრცელდება გენერალურ აუდიტორზე, სახალხო დამცველზე, უცხოეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებზე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებზე მათი უფლებამოსილების შესრულების დროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და კომუნიკაციებისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებზე.

ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის გამართვა იკრძალება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში.

რაც შეეხება სააგიტაციო მასალებს, წინასაარჩევნო პერიოდში მათი განთავსება ხდება შენობებსა და ობიექტებზე მესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე. პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო, სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო ნაწილებისა და პოლიციის შენობებზე, ასევე საგზაო ნიშნებზე.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნების გამართვამდე 50-ე დღეს სრულდება. საქართველოს პრეზიდენტის წარდგენის უფლება აქვს პარტიას ან ხუთი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს. დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დარეგისტრირებისთვის 31-მა ადამიანმა მიმართა.

კანონის თანახმად, ცესკო რეგისტრაციას არჩევნებამდე 30 დღით ადრე ამთავრებს. საპრეზიდენტო კანდიდატს უფლება აქვს საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხსნას.

ქვეყნის საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების ოფიციალური საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ცესკოს თანხმობის გარეშე იკრძალება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავება, დაპატიმრება ან ჩხრეკა გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი დანაშაულის ადგილზე წაასწრეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0