ბახტაძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის მთავრობა დადგენილებას მიიღებს

© FB / Mamuka Bakhtadze მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო კოდექსის თანახმად, 29 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იკრძალება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მმართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა არჩევნები წარმატებულად ჩატარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკისა და ბრალდებების საპასუხოდ.

ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ცესკო პროვოკაციაზე საუბრობს>>>

ორშაბათს, 27 აგვისტოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები იმის დასამტკიცებლად, რომ საარჩევნო კომისიები კომპლექტდება კადრებით, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არიან განწყობილი.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში : პარტიებმა ცესკოს ოთხი მოთხოვნა წაუყენეს

ოპოზიციის განცხადებით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების" აქტივისტები ინიშნებიან. აუდიოჩანაწერებში რამდენიმე ეპიზოდი იყო, რომელშიც ფიგურირებდა პიროვნება, რომელიც „ქართული ოცნების" კოორდინატორის სახელით უკავშირდებოდა კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს დავით ფეტვიაშვილს და სიებთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამდა.

ცესკოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ჩანაწერებს პროვოკაციული უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერები მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტისგან მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. ყველაზე კარგი პასუხი ასეთ ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, რომელიც შეფასდა უმაღლესი სტანდარტით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანა", – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შეფასებას პრემიერის მიერ, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მომხდარს ცესკომ შესაბამისი პასუხი უკვე გასცა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო

„რაც შეეხება კადრებს, რაც გამოქვეყნდა მასმედიაში, ბუნებრივია, ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენ განწყობებსა და მიდგომებს, დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რათა არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზე. ეს დადგენილება და პრინციპები, რომლებიც გაწერილია მასში, ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

არსებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ დავით ფეტვიაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადადგომის განცხადებით მიმართა. მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე ცესკო დღეს იმსჯელებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 29 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ამოქმედდა ის წესები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მასმედიისთვის არის დადგენილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0