თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის (გიორგი ახვლედიანი) რომანი „მამლუქი“ 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების მოკლე სიაში მოხვდა, იუწყება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
30 გერმანელი კრიტიკოსის გადაწყვეტილებით, „მამლუქი“ სიაში მეშვიდე ნომრად შევიდა. სიაში სულ შვიდი ავტორია წარმოდგენილი.
წიგნი გერმანულ ენაზე გამომცემლობა Weidle Verlag-მა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა. თარგმანზე იუნონა გურული მუშაობდა.
რომანი „მამლუქი“ 2009 წელს გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, ერთი წლის შემდეგ კი იგი ქვეყანაში საუკეთესო რომანად აღიარეს.
რომანი 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკულ მოვლენებს ეხება. მთავარი გმირები ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილი და ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი არიან. გმირების გზები მამლუქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იკვეთება.
ქართველი მწერლის გერმანულენოვანი რომანი პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტია >>
აკა მორჩილაძე ქართველი მწერალი, პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი, ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ ხუთგზის ლაურეატია. აკა მორჩილაძის ნაწარმოებებისა და სცენარების მიხედვით არაერთი ცნობილი ქართული ფილმია გადაღებული.