გოდერძი ჩოხელის რომანი გერმანულ ენაზე გამოიცა

© photo: National Library of Georgiaგოდერძი ჩოხელი და მისი მეუღლე ნინო მელაშვილი
გოდერძი ჩოხელი და მისი მეუღლე ნინო მელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში გერმანულ ენაზე რამდენიმე ცნობილი ქართული ნაწარმოები ითარგმნა და გამოიცა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გოდერძი ჩოხელის რომანი „წითელი მგელი“, იუწყება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

წიგნი გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ Frankfurter Verlagsanstalt-ი. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა.

წიგნების გამოფენა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
გერმანიაში თბილისისადმი მიძღვნილი ნაწარმოების კრებული გამოიცა

გოდერძი ჩოხელის რომანში წარმოჩენილია ადამიანური ყოფის უნივერსალური კანონზომიერებანი და ეგზისტენციალური საკითხები: სიკვდილისა და სიცოცხლის არსი, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის, ცოდვისა და მადლის ჭიდილი. მწერალი აღწერს, როგორ ებრძვის ადამიანში ანგელოზური და დემონური ერთმანეთს, როგორ გარდაისახებიან ადამიანები მგლებად — ბოროტ არსებებად, რომლებიც საზოგადოებასა და ეპოქას ასვამენ დაღს.

ბოლო თვეებში გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა რამდენიმე ცნობილი ქართული ნაწარმოები: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“, ჭაბუა ამირეჯიბის განთქმული რომანი „დათა თუთაშხია“, აკა მორჩილაძის რომანები „გასეირნება ყარაბაღში“ და „მამლუქი“, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვ.

გერმანულ ენაზე ასევე გამოიცა კრებული „მოგზაურობა თბილისში“, რომელშიც თავმოყრილია ნაშრომები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქზე ქართველმა და უცხოელმა მწერლებმა დაწერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0