გერმანიაში თბილისისადმი მიძღვნილი ნაწარმოების კრებული გამოიცა

© photo: Sputnik / Stringerწიგნების გამოფენა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში
წიგნების გამოფენა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მწერლების დაწერილი ნაწარმოები

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. გერმანულ ენაზე გამოიცა კრებული „მოგზაურობა თბილისში“, რომელშიც თავმოყრილია ნაშრომები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქზე ქართველმა და უცხოელმა მწერლებმა დაწერეს, ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კრებულს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაავრცელებს გერმანული გამომცემლობა Suhrkamp Verlag, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა.

„მოგზაურობა თბილისში“ აერთიანებს გალაქტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, იოსებ გრიშაშვილის, ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, კოტე ჯანდიერის, ჯონ სტეინბეკის, კნუტ ჰამსუნის, ბორის პასტერნაკის, ოსიპ მანდელშტამის, ანდრეი ბელის და სხვა ცნობილი და მნიშვნელოვანი მწერლების ნაწარმოებებს.

წიგნზე მუშაობდნენ მთარგმნელი და გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია და ედუარდ შრაიბერი.


ყველა ახალი ამბავი
0