„ჯიბის კაცმა“ კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა

© courtesy of Ana Chubinidzeანიმაცია „ჯიბის კაცი“
ანიმაცია „ჯიბის კაცი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ ანა ჩუბინიძის პირველმა ქართულ-ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა უკვე მრავალი საერთაშორისო პრემია მოიპოვა

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ-ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი“ Hiroshima-ს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ანიმაციური ფილმი ჯიბის კაცი - Sputnik საქართველო
ანა ჩუბინიძის მულტფილმს „ჯიბის კაცი“ საფრანგეთში მაღალი შეფასება მისცეს

რეჟისორ ანა ჩუბინიძის „ჯიბის კაცი" — პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმია, რომლმაც უკვე მრავალი საერთაშორისო პრემია მოიპოვა. ანიმაციურმა ფილმმა საფრანგეთში L'Ombre d'un court-ის ახალგაზრდული ჟიურისგან პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის“ და ფესტივალის ახალგაზრდული აუდიტორიისგან მაყურებლის სიმპათიის პრიზი მიიღო.

„ჯიბის კაცი" — ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. ედგარი მისი მეგობარი და გამცილებელი გახდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს.

„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ-ში, ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0