ივანე მაჭავარიანი: ლარის მერყეობა პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს მეტ ინვესტიციას და მეტ ნდობას საქართველოს მიმართ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შედეგების კომენტირებისას.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4,8%-დან 5,5%-მდე გაზარდა.

გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებშია. პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი როგორც თურქეთში, ისევე რუსეთში“, — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაღალ შეფასებას აძლევს მთავრობის მიერ უკვე დაწყებულ და დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც სწორედ მათთან ერთად ხორციელდება.

„ის მერყეობები, რომლებიც ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად არ უნდა გვაძლევდეს პანიკის საფუძველს. ზუსტად ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს“, — განაცხადა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფონდი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეგიონში არსებული რისკების გამო მნიშვნელოვანია თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.

თურქული ლირა - Sputnik საქართველო
ლირის გაუფასურებას ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება

ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება. 

„ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს დავხურავთ პროფიციტით მიმდინარე შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების კუთხით“, — აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0