თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1995 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ. ტ.-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი 24 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დასრულდა.