საოცნებო სამსახური: ქართველი IT-სპეციალისტები Microsoft-ში დასაქმებას შეძლებენ

გამოწერა
ქართველ IT-სპეციალისტებს მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართველ IT-სპეციალისტებს შანსი გაუჩნდათ ესტონეთში მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიების კომპანია Microsoft-ში დასაქმდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ესტონეთი დასაქმების პროგრამა Career Hunt-ს იწყებს, რომელიც IT-სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ესტონეთს ეწვიონ. პროექტი ხელმისაწვდომია ქართველი IT-სპეციალისტებისთვისაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძემ სტუდენტების დაფინანსების სისტემის შეცვლა გადაწყვიტა

პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი კომპანიები. პროგრამის მიზანია სპეციალისტების მოძიება, რომლებიც იბრძოლებენ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად ისეთ საერთაშორისოდ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft, Veriff, Swedbank.

შერჩეული კანდიდატები 5 დღით გაემგზავრებიან ესტონეთში, სადაც, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ეწვევიან ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს, დაესწრებიან რობოტიკის ფესტივალს Robotex და მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ გასაუბრებებში.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება 2018 წლის 23 სექტემბრამდე შეუძლიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0