ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ცესკო პროვოკაციაზე საუბრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკო - ბრიფინგების დარბაზი
ცესკო - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს, ხოლო საარჩევნო კომისია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ორშაბათს ბრიფინგზე ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები, საიდანაც, მისი მტკიცებით, გამომდინარეობს, რომ საარჩევნო კომისიები კომპლექტდება კადრებით, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
ცესკო ეს–ესაა, არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ინიშნებიან. აუდიოჩანაწერებში არის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ფიგურირებს პიროვნება, რომელიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სახელით ურეკავს კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილს და სიებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ თანამშრომლობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს“, — განაცხადა ბეჟაშვილმა ბრიფინგზე.

ცესკო ეპიცენტრშია — ოპოზიცია არჩევნების მომავალ გაყალბებაზე ალაპარაკდა >>

წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, ბეჟაშვილმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

ინფორმაცია სატელეფონო ზარების შესახებ, რომლებიც თითქოსდა მმართველი პარტიის სახელით ხორციელდება, მანამდე ცესკომ გაავრცელა. 

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ზარები ხორციელდება იმ პირთა სიის მიღების დადასტურების მიზნით, რომლებიც თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა აირჩიონ. ცესკოში მსგავს ქმედებას პროვოკაცია უწოდეს.

საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური - Sputnik საქართველო
ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი აკრძალვები დააწესა

„ეს არის არამარტო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია, არამედ საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა“, — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოში მსგავსი ქმედებების გაგრძელება არ გამორიცხეს.

„შესაძლებელია დამუშავებული ჩანაწერების გავრცელება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ — საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ ემორჩილება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც პარტიულ სტრუქტურებს“, — ხაზგასმით აღნიშნა მიქელაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო 8 სექტემბერს არჩევნებში მონაწილეობის განაცხადების შეტანის ვადა იწურება. მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. კობახიძის განმარტებით, პარტიის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტის პოსტი ისეთი ღირებული აღარ არის.


ყველა ახალი ამბავი
0