გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკკეინი

© REUTERS / Henry Romeroამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости მის ოფისზე დაყრდნობით.

„სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი III გარდაიცვალა დღის 04:28 საათზე (00:28 საათზე თბილისის დროით)“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დონალდ ტრამპის ნახვა არ სურთ

როგორც აღნიშნეს სენატორის ოფისში, მაკკეინი არიზონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

„ის ერთგულად ემსახურა აშშ-ს 60 წლის განმავლობაში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი —გლიობლასტობა გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მაინც სჭირდებოდა დამატებითი მკურნალობა.

მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა.


ყველა ახალი ამბავი
0