ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე დონალდ ტრამპის ნახვა არ სურთ

© photo: Sputnikჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ მაკკეინს გლიობლასტომის დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ტვინის სიმსივნით დაავადებული ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ახლობლებს პოლიტიკოსის დაკრძალვაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხილვა არ სურთ, იუწყება РИА Новости გაზეთ The New York Times-ზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოინახულა მაკკეინი და განაცხადა, რომ მაკკეინის ნათესავებმა თეთრ სახლს მისი დაკრძალვის გეგმების შესახებ აცნობეს, თუ 81 წლის პოლიტიკოსი დაავადებას ვერ გაუმკლავდება. დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, ახლობლებს მოქმედი პრეზიდენტის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მოწვევა სურთ. ეს გადაწყვეტილება ტრამპსა და მაკკეინს შორის მერყევი ურთიერთობებით არის ახსნილი, ნათქვამია სტატიაში.

იმავე დროს, ტელეარხ NBC-ს წყაროების მონაცემებით, ჯერ კიდევ ცოცხალი სენატორის დაკრძალვის უკვე დაგეგმილ ცერემონიაზე სიტყვით აშშ-ის ექს-პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში-უმცროსი წარდგებიან.

ჯონ მაკკეინს გლიობლასტომის დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს.

ყველა ახალი ამბავი
0