EchoWaves-ზე ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ირანის კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ EchoWaves-ის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულები არიან 21 წლის ა.ღ., 26 წლის მ.ზ. და 26 წლის ჰ.ფ.

აბები, კაფსულები, წამლები - Sputnik საქართველო
EchoWaves: ფესტივალზე ნარკოდანაშაულზე ოთხი პირი დააკავეს

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას  პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს, და სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გუშინ  დილით ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სპეციალური ექსპერტიზა ჩატარდება. ექიმის ცნობით, გარდაცვლილს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ტრაგედია ანაკლიაში: Echowaves-ის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

ანაკლიაში 23 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.

მანამდე ანაკლიაში სკანდალურად ცნობილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი ტარდებოდა. გასულ წელს ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალის 22 წლის მონაწილე გოგონა დაიღუპა. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული ინტოქსიკაცია დასახელდა.

პარალელურად, ფესტივალის ჩატარების პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ათობით ადამიანი დააკავა.


ყველა ახალი ამბავი
0