ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის დაკავება - ჩინოვნიკის სახელი ცნობილია

გამოწერა
ბრალდებული მანამდე სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, რომლიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ოთარ იაშაღაშვილია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

იაშაღაშვილის და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ განცხადება შსს-მ შაბათს გაავრცელა. სამივე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ იაშაღაშვილის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცვლელი ერთი აბი აღმოაჩინა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
კორუფციული სკანდალი - ყოფილმა მინისტრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს

Rustavi2 ამტკიცებს, რომ იაშაღაშვილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გუნდის წევრი იყო. თავდაპირველად ის ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ნიშანდობლივია, რომ იაშაღაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობდა, თუმცა ნარკოდანაშაულისთვის ის მხოლოდ მას მერე დააკავეს, რაც ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს.

მეტიც, პროკურატურა ქუმსიშვილითაც დაინტერესდა. ივლისში გახდა ცნობილი, რომ ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

კორუფციული სკანდალი — პროკურატურა მინისტრების მუშაობას მარტიდან სწავლობდა >>

რაც შეეხება იაშაღაშვილს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0