ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია

გამოწერა
დამნაშავეებს ხუთიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულების ასაკი 35-დან 38 წლამდე მერყეობს.

აბები, კაფსულები, წამლები - Sputnik საქართველო
EchoWaves: ფესტივალზე ნარკოდანაშაულზე ოთხი პირი დააკავეს

ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი ამოიღეს, რომელიც მას ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებამდე გადასცა. იგი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა დაკავებულ დამნაშავეებთან ერთად.

მეორე დამნაშავის ჩხრეკისას პოლიციამ ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის ორი ნატეხი ამოიღო, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას — „სუბუტექსის“ ხუთი აბი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 19 კაფსულა.

მესამე დამნაშავე ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 260-ე მუხლის მესამე მეხუთე და მეექვსე ნაწილებით „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღება“), რაც 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0