თაღლითობის ბრალდებით თბილისში ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliავტონაწილების ბაზრობა ელიავაზე
ავტონაწილების ბაზრობა ელიავაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები იჯარით ნაქირავები ავტომობილები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნაწილებად დაშალეს

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთა ასაკი 26-დან 38 წლამდე მერყეობს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თაღლითობა Facebook-ით - დაკავებულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან

ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, 32 წლის მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს 6 ავტომობილი, რომლებიც შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნაწილებად დაშალეს.

სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა), რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0