ბორჯომში მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ ტრაილერი დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უშგულში ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, სოფელ ახალდაბასთან მოხდა. მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შემდეგ ტრაილერი დაეჯახა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა გორში: ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დასაკავებლად.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0