უშგულში კოშკიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა

© Sputnik / Denis Aslanovკოშკები უშგულში
კოშკები უშგულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უშგულში კოშკიდან 19 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაშავებულ ახალგაზრდას თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ.

19 წლის ახალგაზრდას ვერტმფრენით ტრანსპორტირება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა მოითხოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვერტმფრენი უშგულისკენ უკვე გაემგზავრა.

როგორც მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ბესიკ ჩანქსელიანმა განაცხადა, დაშავებული ადგილობრივია. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0