ბათუმის პორტში 85 წლის იტალიური ხომალდი Palinuro შემოვიდა

© FB / Marina Militareიტალიური გემი
იტალიური გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემის ბათუმის პორტში ყოფნის დროს ბათუმელები და ქალაქის სტუმრები გემის ბორტზე ასვლასა და მის დათვალიერებას შეძლებენ

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო-საწვრთნელი გემი Palinuro ბათუმის პორტში შემოვიდა, ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იტალიის ხომალდი, რომელიც 85 წლისაა, მონაწილეობს საწვრთნელ კამპანიაში. ამჟამად ბორტზე იმყოფება ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის Kratos 33 კურსანტი. გემზე ისინი სწავლობენსაზღვაო მეცნიერებას ა და მეზღვაურისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

თურქული სამხერდო გემები ბათუმში - Sputnik საქართველო
თურქეთის სამხედრო გემები ბათუმის პორტში შემოვიდა

Palinuro ბათუმამდე გზას ზუსტად ერთი თვე მოუნდა. ამ დროის განმავლობაში ის შავი და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე განტავსებულ სხვადასხვა საპორტო ქალაქს ეწვია.

Palinuro ბათუმში 26 აგვისტომდე გაჩერდება. ამ დროის განმავლობაში ბათუმელები და ქალაქის სტუმრები გემის ბორტზე ასვლასა და მის დათვალიერებას შეძლებენ.

შემდეგ იტალიური გემი გაემგზავრება საბერძნეთში, შემდეგ კი - იტალიაში. თავის მოგზაურობას დაასრულებს იტალიის საპორტო ქალაქ ლივორნოში. ამით დასრულდება კურსანტების წვრთნებიც.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე Palinuro აღმართულია ქალაქ გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქალაქ სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

გემი 1933 წელს ააგეს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1934 წლიდან დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0