თურქეთის სამხედრო გემები ბათუმის პორტში შემოვიდა

© courtesy of Zurab Pataradzeთურქული სამხერდო გემები ბათუმში
თურქული სამხერდო გემები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული სამხედრო გემები „ზღვის ვარსკვლავი 2018“- ის წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ბათუმის საზღვაო პორტში შემოვიდა თურქეთის ორი სამხედრო ხომალდი TCG Fatih და TCG Volkan, ნათქვამია ავტონომიის მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის სამხედრო გემები მიიღებენ მონაწილეობას წვრთნებში „ზღვის ვარსკვლავი 2018“, რომელიც 30 მარტიდან 1 აპრილამდე ჩატარდება. ეს ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის გემები საზღვაო მანევრებს განახორციელებენ. 

აშშ-ის ხომალდი OAK HILL (LSD-51) ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

ხომალდების ეკიპაჟის წევრების მონაწილეობით დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ამხანაგური მატჩი ფეხბურთში სანაპირო დაცვის მოსამსახურეებთან.

გარდა ამისა, თურქული მხარე რიგით მოქალაქეებს სამხედრო ხომალდების დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს.

წვრთნები „ზღვის ვარსკვლავი“ თურქული ხომალდების მონაწილეობით ბათუმში უკვე მესამეჯერ იმართება.

TCG Fatih — ეს არის თურქეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის სამხედრო ფრეგატი, რომლის ეკიპაჟი 150 ადამიანს აღემატება. TCG Volkan – 50-მდე ადამიანის ეკიპაჟის მქონე მოიერიშე ხომალდია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0