აჭარაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდება

© FB / Tornike Rizhvadzeმწვანე ტბა აჭარაში
მწვანე ტბა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.

თბილისი,  23 აგვისტო — Sputnik. აჭარაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტების განსახორციელებლად გერმანიის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს,  იუწყება საზოგადოერბრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები 24 აგვისტოს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. 

ჰიდროელექტროსადგური - Sputnik საქართველო
ნამახვანიჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება

ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა.

თანხა ხულოს, ქედას და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება.

 

ყველა ახალი ამბავი
0