ზალკალიანი: საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისაც საკითხებსაც

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ანგელა მერკელის ვიზიტი კომენტარისას.

„გერმანია არის  აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების, რაც ძალიან მკაფიოდ გამოიხატა ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებში, მათ შორის  როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე ნატოს სამიტზეც, როდესაც გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დებულებების ასახვას ნატოს სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიღებულ დეკლარაციაში“, — აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
ბახტაძე: მერკელის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს

გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტისას მხარეები ისაუბრებენ როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში  იგეგმება საქართველო-გერმანიის ბიზნეს-ფორუმის ჩატარებაც. 

„გერმანიის დელეგაციაში იქნებიან წამყვანი  კომპანიების წარმომადგენლები და ჩვენ იმაზე ვისაუბრებთ,  რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დონე უნდა იყოს შესაბამისობაში იმ მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან“, —აღნიშნა ზალკალიანმა.

ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრი ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა. 

„ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტების განცხადებები, რომ თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და მათ შორის გერმანიის რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგიდან, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასერიოზული“, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„საქართველოში მერკელი ჩამოდის: ქართული მხარის მოლოდინები">>

მინისტრის განცხადებთ, თვითონ ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოში რუსეთში  ვიზიტიდან  რამდენიმე დღეში ჩამოდის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება რუსეთთან  მათი ურთიერთობების დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

გერმანიის  კანცლერი ანგელა მერკელი  საქართველოს 23 აგვისტოს  ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0