საქართველოში მერკელი ჩამოდის: ქართული მხარის მოლოდინები

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის კანცლერი აგვისტოს ბოლოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს გეგმავს

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. გერმანიის სახელმწიფო კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა ზალკალიანმა.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი საქართველოს ესტუმრება: პრემიერმა გერმანიის ელჩთან ვიზიტის დეტალები განიხილა

მინისტრის განცხადებით, გერმანიის კანცლერი საქართველოს აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ივლისის ბოლოს ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

იმის შესახებ ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი შეიძლება საქართველოს ეწვიოს, პირველად 2015 წელს გაჟღერდა. მაშინ მერკელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაური იყო.

საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დამყარდა. იმ დროიდან მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0