თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. გერმანიის სახელმწიფო კანცლერის, ანგელა მერკელის მომავალი ვიზიტი საქართველოში გახდა მთავარი განსახილველი თემა შეხვედრისა, რომელის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შორის შედგა.
მერკელის ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც უახლოეს დროში შედგება, ბახტაძემ უწოდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოში გერმანული ინვესტიციების ზრდის საკითხები.
წინასწარი ინფორმაციით, მერკელი საქართველოს აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
გერმანიიდან საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს>>
საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დამყარდა. იმ დროიდან მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში.