ადიგენში ავარიაში 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ადიგენში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცვლის უფროსი იყო.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან მომხდარი ავარიის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავარია ბათუმის აეროპორტთან - დაშავებულია ცხრა ადამიანი

თვითმხილველების ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


ყველა ახალი ამბავი
0