თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა დღეს დილით, რვა საათზე, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.