თბილისში ელოდებიან კომპანიას, რომელმაც საქართველოსთან და რუსეთთან კონტრაქტები გააფორმა

© Sputnik / Alexander Imedashvili სარკინიგზო ლიანდაგი
სარკინიგზო ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალ სერვისებს და მარშრუტებს უკავშირდება

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები, რომელთანაც საქართველომ და რუსეთმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გააფორმეს, მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018", განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

თბილისში 12-13 სექტემბერს გაიმართება მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018", რომლის ფარგლებში კასპის და შავი ზღვის რეგიონების ეკონომიკური პოტენციალი განიხილება. კონფერენცია ტრადიციულად შეკრებს სხვადასხვა ქვეყნის ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლებს, საწვავის და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს, რომლებიც კასპია-შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ერთმანეთს უნიკალურ ინფორმაციას გაუზიარებენ.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს

კონფერენციაზე განხილვის ძირითადი თემები გახდება კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთნაკადების დინამიკა, აზერბაიჯან-საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნები: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატრანსპორტო მარშრუტები ჩრდილოეთი-სამხრეთი, ჩინეთი-ევროპა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს კონფერენციის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

ორდღიანი მუშაობის პერიოდში ღონისძიების მონაწილეები თბილისში განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სატარიფო პოლიტიკის მოქნილობას, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპამდე საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელობის ზრდას და კასპია-შავი ზღვის რეგიონიდან მინერალური სასუქების საექსპორტო მიწოდებების პოტენციალს.

ინვესტიციები მეტი აღმოჩნდა: საქართველოში 2017 წლის მონაცემები დააზუსტეს >>

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, კომპანია GR Transit-ის დირექტორი დავით ჩირაძე, Petrocas Energy Group-ის მმართველი დირექტორი ნუგზარ ქათამაძე, საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ გენერალური მდივანი რაჰმეტოლა კუდაიბერგენოვი, მულტიმოდლური გადაზიდვების დეპარტამენტის KTZ Express-ის მთავარი მენეჯერი ნურჯან ალპისპეკოვი და სხვ.

ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა LAM Group of Shipping Companies, Укрзализныця, PKP LHS, НК КТЖ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, Maritime Ports Administration Constanta.

„ცხელი აგვისტო“: რატომ გაჩნდა ზემო ლარსზე მრავალკილომეტრიანი საცობი >>

ღონისძიების ორგანიზატორია შეფასების დამოუკიდებელი სააგენტო Argus Media, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას ფასებზე, სიახლეებზე და ანალიტიკურ მასალებს. სთავაზობს კონსალტინგურ მომსახურებას და დარგობრივ თემებზე კონფერენციებს ატარებს. მსოფლიოს 140 ქვეყანა იყენებს Argus-ის მონაცემებს ფიზიკური პარტიების საკონტრაქტო ღირებულების დასაანგარიშებლად, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიზნით.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. არჩევანი ხვდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ს (Société Générale de Surveillance SA), რომელიც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის მონიტორინგს განახორციელებს. საქართველომ მასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო რუსეთმა — 2018 წლის 18 მაისს.

© Sputnik / Maria Tsimintiaვინ ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში
ვინ ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში - Sputnik საქართველო
ვინ ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0