საქართველოში წელს აივ-ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Grigory sysoev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის გადასხმის ცენტრი
სისხლის გადასხმის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების აზრით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაავადების გვიანი დიაგნოსტიკაა

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. შიდსის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აივ-ინფექციაზე გამოკვლევა ჩაიტარონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სისხლის გადასხმა - Sputnik საქართველო
საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

30 ივნისის მონაცემებით, აივ-ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ექიმი-ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაავადების გვიანი დიაგნოსტიკაა.

„საქართველო მიეკუთვნება ნელად მზარდი აივ-ინფექციის შიდსის ეპიდემიის ქვეყნებს. იგივე ტენდენცია აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. მიზეზები ბევრია, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესია დაავადების გვიანი დიაგნოსტიკა. როდესაც ადამიანები შედარებით გვიან სტადიაზე მოდიან შიდსზე ტესტირებისთვის“, — აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.

მისი თქმით, ამ დაავადებებს არ ახასიათებს სიმპტომები ადრეულ სტადიაში. მოსახლეობამ დროული დიაგნოსტიკა უნდა ჩაიტაროს.

ჩვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვები აივ-ინფექციით აღარ იბადებიან

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი — 2622 შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი; სამეგრელოში — 914 შემთხვევა (აქედან ზუგდიდი — 605), იმერეთში — 898 (ქუთაისი 436), აჭარაში — 813 (ბათუმი – 512), აფხაზეთში — 451, კახეთში — 348, ქვემო ქართლში — 373, შიდა ქართლში — 271, გურიაში — 153, ფოთში — 110, სამცხე-ჯავახეთში — 100 და ა.შ.

აივ — ესაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ვირუსი ანადგურებს იმუნურ სისტემას. აივ-ვირუსი ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში. ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იმდენად მცირდება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ისეთი ინფექციური დაავადებებით, რომლებითაც ადამიანები საერთოდ არ ან ძალიან იშვიათად ავადდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0