ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 წლის მამაკაცი „ლიბერთი ბანკში“ მუშაობდა

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„წლების განმავლობაში „ლიბერთი ბანკში“ მუშაობდა. ბოლოს სამსახურიდან წამოვიდა. დედა საზღვარგარეთაა სამუშაოდ. აქ მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა“, — ამბობს ზემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელი ზურაბ ყიზილაშვილი. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმე: ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

ზურაბ ყიზილაშვილის განცხადებით, შემთხვევა 16 აგვისტოს, საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მ.ჭ-მა სასიკვდილო ჭრილობა იარაღით მიიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.


ყველა ახალი ამბავი
0