თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა: შაბათს საღამოს „სან-მარტინოს“ კლინიკაში ერთ-ერთი მძიმე დაჭრილი გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости ტელეარხ RaiNews24-ზე დაყრდნობით.
საუბარია 36 წლის რუმინელ მძღოლზე. მანამდე შაბათს მაშველებმა განაცხადეს, რომ ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის ცხედრის ამოყვანა შეძლეს. ამის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია ამოიწურა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ამჟამად საავადმყოფოებში რჩება ცხრა დაშავებული ადამიანი, მათ შორის რვა მძიმე მდგომარეობაშია.
ტრაგედია გენუაში სამშაბათ დილით მოხდა, როდესაც საავტომობილო ხიდზე 200 მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა და დაახლოებით 40-მდე ავტომობილი 100 მ სიმაღლიდან ჩაცვივდა. შაბათს გენუაში ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.