გენუაში მორანდის საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად 31-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში სურათები კატასტროფის ადგილიდან

1/14
© REUTERS / Stringer
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ხიდს დიდი ნაწილი აკლია, რომლის სიგრძეც 200 მეტრს შეადგენდა

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ხიდს მეხი დაეცა

ტრაგედიის ადგილზე შემთხვევის შედეგების ლიკვიდაციისათვის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მივიდა

4/14
© AP Photo / Vigili Del Fuoco
დანგრეული ხიდი 1960 წელს აშენდა. 2016 წელს მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

5/14
© AP Photo / Vigili Del Fuoco
ტრაგედიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბევრი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

6/14
© photo: AFP 2020 / Andrea Leoni
როგორც კომპანია Autostrade per l'Italia-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც ავტოსაგზაო სფეროში მოღვაწეობს, ხიდი არ იყო საშიშ მდგომარეობაში

იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დანილო ტონინელის თქმით, კატასტროფის მიზეზი ამ მომსახურების სერიოზული ნაკლოვანებები იყო

8/14
© photo: AFP 2020 / Andrea Leoni
კატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად ხიდის კონსტრუქციის არასაკმარისი სიმყარე სახელდება

9/14
© photo: AFP 2020 / Andrea Leoni
საქართველოს საელჩოში იტალიაში კატასტროფის შემდეგ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამოქმედდა "ცხელი ხაზი"

10/14
© photo: AFP 2020 / Andrea Leoni
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის 24 საათის განმავლობაშ მოქმედებს ცხელი ხაზი +39 333 8879123

11/14
© photo: AFP 2020 / Andrea Leoni
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიელ ხალხს და იტალიის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადეს

12/14
© AP Photo / Vigili Del Fuoco
იტალიის ხელისუფლებამ ტერაქტის ვერსია გამორიცხა

პოლიციის თანამშრომლები ძაღლებთან ერთად ეძებენ გადარჩენილებს

ხიდის ჩამონგრევა გენუაში