გარდაიცვალა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოფი ანანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია გაეროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციის მიკრობლოგში Twitter-ში.

„ანანის ოჯახი და კოფი ანანის ფონდი დიდი მწუხარებით იუწყებიან, რომ გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი კოფი ანანი, შაბათს, 18 აგვისტოს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში.

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი
Генеральный секретарь ООН Кофи Аннан во время встречи с премьер-министром Великобритании - Sputnik საქართველო
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი

ანანი დაიბადა განაში, ქალაქ კუმასიში 1938 წლის 8 აპრილს. სწავლობდა კუმასის სამეცნიერო-ტექნიკურ უნივერსიტეტში. გაეროს მომავალმა გენერალურმა მდივანმა სწავლა დაასრულა 1961 წელს ეკონომიკის საკითხების შესწავლით, სენტ-პოლში მაკკალესტერის კოლეჯში (აშშ, მინესოტას შტატი).

პან გი მუნი - Sputnik საქართველო
პან გი მუნმა თავისი თავი კონკიას შეადარა

1961-1962 წლებში ანანმა ჟენევაში საერთაშორისო პრობლემების შესწავლის უმაღლესი ინსტიტუტის ეკონომიკაში საასპირანტო მომზადების კურსი დაასრულა. 1971-1972 წლებში, სლოუნის სახელობის სტიპენდიის მიღების შემდეგ, სწავლობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მართვის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო.

თავისი კარიერა გაეროში ანანმა 1962 წელს ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებში თანამშრომლის თანამდებობაზე დაიწყო.

კოფი ანანმა ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა 1997 წლის 1 იანვარს — ის პირველი გენერალური მდივანი გახდა, რომელიც გაეროს პერსონალის რიგებიდან აირჩიეს. 2001 წლის ზაფხულში ანანი მეორე ვადით დაინიშნა.

2001 წელს კოფი ანანს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. ჯილდოს გადაცემის დროს ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ანანი „სხვებზე მეტად უწყობდა ხელს ორგანიზაციის განახლებას“.


ყველა ახალი ამბავი
0