ბაღდათში მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი ეკო-არტ ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ მაიაკოვსკი
ვლადიმირ მაიაკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი რუსი პოეტისადმი მიძღვნილი ფესტივალი მაიაკოვსკის მშობლიურ სოფელში ჩატარდება

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პირველი საერთაშორისო ეკო-არტ ფესტივალი „ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია", რომელიც ვლადიმირ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წლისთავს ეძღვნება, პოეტის მშობლიურ სოფელ ბაღდათში 14-26 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები (მხატვრები, მოქანდაკეები, ქვისმჭრელები, დიზაინერები და სხვა) საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. ფესტივალზე მიწვეული არიან ასევე ეკოლოგები, მეღვინეები, პოეტები, მწერელბი, ჟურნალისტები და მაიაკოვსკის შემოქმედების მთარგმნელები.

ვლადიმირ მაიაკოვსკი პარიზში მეგობრების წრეში - Sputnik საქართველო
ბედისწერით უცნაურად გადაჯაჭვულნი: მაიაკოვსკი, არაგონი, ფარაჯანოვი...

ფესტივალის პროგრამაშია მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, პოეტის შემოქმედების გაცნობა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მასტერ-კლასები, სხვადასხვა სათამშო პროექტი და ვიქტორინა, ლექციები ეკოლოგიაზე, ნამუშევრების გამოფენა, ხალხური სუვენირების, ღვინის, ყველის, ჩურჩხელისა და სხვა ტრადიციული ნაკეთობა-პროდუქტის ბაზრობა. სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ თველში.

ფესტივალი დასრულდება გალა-კონცერტით ბაღდათისა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების ლიტერატურული, მუსიკალური და თეატრლური სტუდიების მონაწილეობით.

პროექტის მიზანია ვლადიმირ მაიაკოვსკის შემოქმედებისა და მისი ისტორიული სამშობლოსადმი საერთაშორისო ინტერესის აღორძინება ეკოლოგიური პროგრამის „შევინარჩუნოთ დედამიწა — განვიწმინდოთ სულები!" ფარგლებში.

ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საფუძველს დაუდებენ საერთაშორისო ფესტივალის "მაიაკოვსკის კვალდაკვალ" ჩატარებას, რომელიც შემდგომ წლებში გაიმართება გერმანიის, რუსეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქებში, სადაც ცხოვრობდა და გამოდიოდა პოეტი. ფესტივალზე ასევე იგეგმება მაიაკოვსკის კონკურსის დაფუძნება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.

პროექტის ორგანიზატორი არიან: გერმანიის კრეატიული შემოქმედების სტუდია Gergeo, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი ბერლინში „ქართლის დედა", ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განყოფილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0