ვინ დააფინანსებს გაზსაცავის მშენებლობას საქართველოში

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
KfW გამოყოფს სახსრებს მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დაგეგმილია მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, გერმანიის ბანკი KfW და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" უახლოეს მომავალში გააფორმებენ საკრედიტო შეთანხმებას 150 მილიონ ევროს გამოყოფაზე, რომლითაც მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა აშენდება.

საქართველოში გაზსაცავის აშენებისთვის 14 კომპანიაა მზად >>

 „პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას“, — განაცხადა ბახტაძემ.

ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის, არამედ ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გაზით სტაბილური  უზრუნველყოფისთვის, აღნიშნა პრემიერმა.

გაზგამანაწილებელი სადგური, საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
SOCAR საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაში დაეხმარება

ყოველწლიურად საქართველო სულ უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ხარჯვის ძირითადი ნაწილი დროის ცივ პერიოდზე მოდის, როდესაც გათბობის სეზონი იწყება და მოსახლეობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველო იძულებულია ბუნებრივი აირის დამატებითი შესყიდვები განახორციელოს.

2018 წელში ბუნებრივი აირის მოხმარების  პროგნოზირებადი მოცულობა 2,659 მილიარდს შეადგენს, რაც 9%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყნის მოსახლეობის მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 10%–ით, ხოლო კომერციული სექტორის მიერ კი 12%–ით გაიზრდება.

ბუნებრივი აირის მოწოდებასთან ერთად, საქართველომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კიდევ ერთი გამოსავალი იპოვა.  2018 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა, ანუ საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ის. მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0