სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს სურს, რომ კობაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მწყემსი მალხაზ კობაური, რომელიც ამერიკული ოჯახის მკვლელობაშია ბრალდებული, ამტკიცებს, რომ ლორა სმიტის გაუპატიურება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები 7 და 8 ივლისს ხადას ხეობაში იპოვეს, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას დაკავებულმა 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა — ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს.

Национальный центр судебной экспертизы им. Л. Самхараули - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები: ლორა სმიტი გაუპატიურებულია

ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტს სიკვდილის წინ სქესობრივი კავშირი ჰქონდა კობაურთან. ამის შემდეგ მასმედიაში ქალის გაუპატიურებაზე ალაპარაკდნენ. ადვოკატი საპირისპიროს დამტკიცებას აპირებს.

„გამოკვლევით გვინდა დავადგინოთ, როგორია კობაურის ფიზიკური შესაძლებლობები, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ განახორციელოს სექსუალური აქტი. თავად კობაური ამტკიცებს, რომ არ შეეძლო გაუპატიურება, არ შეეძლო სექსი“, – განაცხადა კობაიძემ.

აქვს თუ არა კობაურს ერექციული დისფუნქცია ან სხვა რაიმე დაავადება, ამას, ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს. კობაური უნდა შემოაწმოს ფსიქოლოგმა, უროლოგმა და სექსოლოგმა.

პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტსა და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულმა  მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

სმიტების მკვლელობა: ბრალდებული შერაცხადია>>

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად, მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

 

ყველა ახალი ამბავი
0