ქართულ ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები

© photo: courtesy of Megi Magdaniმეგი მაგდანი
მეგი მაგდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ერთი შეხედვით, ხე უცნაური და განსხვავებული მასალაა ჩანთის დასამზადებლად, თუმცა მეგი მაგდანმა შეძლო და ხისგან ულამაზესი, დახვეწილი და განსხვავებული ჩანთების კოლექცია შექმნა.

მეგი უკვე სამი წელია ხელნაკეთ ჩანთებს ქმნის. იტაცებს ქართული ორნამენტები, რაც მისი  ჩანთების დიზაინზეც აისახება.

© FB / Megis Dekoraciebiხელნაკეთი ჩანთა ხის ორნამენტით
ქართულ ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა ხის ორნამენტით

- მე მეგი ვარ, ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონა უჩვეულო აზრებითა და სუნთქვით. შევქმენი ჩემი სამყარო, რომელშიც ვმოგზაურობ და სულიერ სიმშვიდეს განვიცდი. ჩვეულებრივი დამღლელი და არაფრის მეტყველი ცხოვრებით არ ვცხოვრობ. ვცდილობ ყველაფერში რაღაც სხვა იდეალური ლამაზი და პოზიტიური დავინახო. ყველაფერს ისე აღვიქვამ, თითქოს ხელოვნების ნიმუში იყოს.  სწორედ ამ დროს მიჩნდება სურვილი გადავიტანო ეს ემოცია ხელოვნების ნიმუშში და  ჩემთან ერთად ამ საოცარ სამყაროში ჩემი ერთგული  მომხმარებლებიც ვამოგზაურო.

მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. სამყაროში ძალიან ბევრი მშვენიერი რამ არსებობს, რის გარდაქმნაც შეიძლება ხელოვნების ნიმუშად. ძალიან მომწონს ძველი ორნამენტები. დღეს იშვიათად გამოიყენებენ ორნამენტებს და თითქოს ძველი ყველაფერი გვავიწყდება. მე მოხიბლული ვარ ჩვენი ქართული კულტურის მრავალფეროვნებით, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს ქართულ ორნამენტებს.

© photo: courtesy of Megis Dekoraciebiხელნაკეთი ჩანთა
ქართულ ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

- ჩანთების შექმნა როდის დაიწყეთ?

- ლამაზი ჩანთა ბევრი ქალის სისუსტეა. ამ აქსესუარის გარეშე წარმოუდგენელია ქალის ყოფა. უკვე სამი წელია რაც ჩანთებზე ვმუშაობ. მანამდე სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ვქმნიდი.  ხელნაკეთ ჩანთებს  ვქმნი ადამიანთან ერთად, რომელიც ბავშვობიდან მომყვება და ცხოვრებას მივსებს. სამწუხაროდ დღეს მანძილი გვაშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ  ერთმანეთის უთქმელად გვესმის.  თავდაპირველად ხისგან ვაკეთებთ ორნამენტებს, შემდგომ ე.წ ტრიკოტაჟის ძაფით ვაერთებთ ერმანეთთან და ვუმატებთ ატლასის ქსოვილს მეტი ეფექტისთვის.

© FB / Megis Dekoraciebiბროშები
ქართულ ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
ბროშები

- გახსოვთ ვინ შეიძინა თქვენი პირველი ჩანთა?

- პირველი ჩანთა საჩუქრად გაიგზავნა ამერიკაში, რაც საკმაოდ ტკბილად მახსენდება. ამის შემდეგ არაერთი ჩანთა შევქმენი, მაგრამ ის განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.

© FB / Megis Dekoraciebiთმის სამაგრი
ქართულ ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
თმის სამაგრი

- რთულად მოვიდა წარმატება?

- ვერ ვიტყვი რომ წარმატებული ვარ. მაქვს ძალიან ბევრი მიზანი, რომლის რეალიზებასაც და განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. წარმატების მისაღწევად შრომა, შრომა და ისევ შრომაა საჭირო. არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა, ყოველი ნაბიჯით წინ მტკიცედ და სიყვარულით. მთავარია საკუთარი საქმე გვიყვარდეს. როდესაც გვაქვს მიზანი და ამ მიზნისკენ ვისწრაფვით, ზუსტად  ამ გზაზე გვხვდება  წარმატებაც.

წარმატებაზე არასდროს მიფიქრია. ღამეებს ვათენებთ, რამდენჯერ ავმდგარვართ ღამით და დაგვიწყია საქმის კეთება. ამ დროს როგორ შეიძლება წარმატებაზე იფიქრო? ამ დროს ფიქრობ შენი ემოციები, შენი ხედვა იმ  ნიმუშში გადაიტანო, რასაც იმ მომენტში ქმნი და  ხორცს ასხამ. ამას აკეთებ უნებლიედ და სწორედ ამ დროს იქმნება აქსესუარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0