ბათუმში რეკლამის ფესტივალი Ad Black Sea 2018 გაიმართება

გამოწერა
ღონისძიებაზე სარეკლამო ინდუსტრიის 500–მდე რესპექტაბელურ სტუმარს ელოდებიან

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ბათუმში 20–22 სექტემბერს მეოთხედ გაიმართება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2018, ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფესტივალი Ad Black Sea – ეს სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტების საერთაშორისო მოედანია. ფორუმი მოწოდებულია მონაწილეებში ახალი იდეებისა და სიახლეების დანერგვისკენ და ამასთანავე მიზნად ისახავს სარეკლამო სფეროში საუკეთესო რეკლამის გამოვლენას. 

ქართველი კანდიდატები კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
რეკლამის ქართველი სპეციალისტები კანის კრეატიულობის ფესტივალზე მიდიან

უკვე მეოთხე წელია Ad Black Sea ბათუმში 30–ზე მეტი ქვეყნიდან წამყვანი სარეკლამო სააგენტოების ათასამდე ნამუშევარს უყრის თავს. სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი საუკეთესო პროექტები ათობით კონკურსში, დაახლოებით 80 ნომინაციაზე წარმოადგინონ

წელს ფესტივალზე მონაწილეებს ტრადიციულად შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში ცნობილი სარეკლამო სფეროს 40–მდე სპეციალისტი შედის – საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის მონაწილე და გამარჯვებული, მათ შორის, კანის ფესტივალის.

Ad Black Sea–ს პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამას სემინარებითა და მასტერ–კლასებით, ასევე ექსკურსიებსა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამას.

ფესტივალი Hilton Batumi Hotel–ში გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0