ცემენტი საქართველოში უფრო ხარისხიანი ხდება

© photo: Sputnikსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უხარისხო ცემენტი უფრო იშვიათად გვხვდება - სიტუაცია 2017 წლის დეკემბრიდან გაუმჯობესდა

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წარმოებული ცემენტის ბოლო შემოწმებამ აჩვენა, რომ 21 სინჯიდან ცხრა ევროპულ სტანდარტებს შეესატყვისება.

წინა შემოწმებისას — 2017 წლის დეკემბერში, 26 ნიმუშიდან ხარისხიანი მხოლოდ რვა აღმოჩნდა. შემოწმებებს ცემენტის ასოციაცია ფარული გზით ატარებს.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საბურთალოზე - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

„საერთო ჯამში, აშკარაა, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ ინიცირებულმა ფარულმა ტესტირებამ სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა იმ კომპანიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ატყუებდნენ მყიდველს და სტანდარტთან შეუსაბამო ცემენტს ყიდდნენ", — აღნიშნავენ ცემენტის ასოციაციაში.

შემოწმებული ნიმუშებიდან ხუთს, რომლებმაც წარმატებით გაიარა ტესტირება, ასოციაციის წევრი კომპანიები აწარმოებენ.

შემოწმებისას აღმოჩნდა ცემენტის ტომრები, რომლებზეც წარწერა სპარსულ ენაზე იყო გაკეთებული, რაც, ბუნებრივია, ადგილობრივ მოსახლეობას ცემენტის კლასის შესახებ ინფორმაციას ვერ აწვდის.

ამიტომ ასოციაცია იმპორტირებული ცემენტის შემოწმებასაც აპირებს. ამასთან, შემოწმებების შედეგებს სამთავრობო სტრუქტურებს გადასცემენ.

საქართველოს ცემენტის ასოციაცია 2017 წლის იანვარში შეიქმნა. მისი მიზანია, ცემენტის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს ამ სამშენებლო მასალის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

ყველა ახალი ამბავი
0