თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თელავში საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან 29 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცხრასართულიანი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალგაზრდა კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.