თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები რეანიმაციაში რჩებიან

© photo: Sputnik / michael fomichev / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება თურქეთში
სასწრაფო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მიზნით გაემგზავრნენ.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ტრაპიზონში მომხდარი ავარიის დროს  დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მოხდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნებით, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე გადაჰყავდა.

თურქეთის-საპატრულო-პოლიცია - Sputnik საქართველო
ავარია ტრაპიზონში - თურქეთში სამუშაოდ მიმავალი ქართველები დაშავდნენ

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მიზნით გაემგზავრნენ.

21 ადამიანიდან სამი დაშავებული ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში არის გადაყვანილი. დანარჩენებმა  მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

40 წლის ქალს მოტეხილობა და მუცლის შიდა ტრავმა აღენიშნებოდა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის ჯერ კიდევ რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ცოლ-ქმარს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, მისი მეუღლეც  მრავლობითი მოტეხილობებით რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. 


ყველა ახალი ამბავი
0