ავარია ტრაპიზონში - თურქეთში სამუშაოდ მიმავალი ქართველები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Stringerთურქეთის-საპატრულო-პოლიცია
თურქეთის-საპატრულო-პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შეთხვევა მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაპიზონში დღეს დილით გამთენიისას, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნის მქონე  მიკროავტობუსი, რომელსაც  საქართველოს 21 მოქალაქე გადაჰყავდა, ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა.  ქართველები ტრაპიზონში სეზონურ სამუშაოზე მიდიოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლი მობილურ ტელეფონზე საუბრობდა,  საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

დაშავებული სამი ადამიანი ტრაპიზონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენმა 18-მა მოქალაქემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მათ ადგილზე გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ადგილზე გენერალური საკონსულოს ჯგუფი იმყოფება.

საკონსულოს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და იმყოფება დროებითი დაკავების იზოლატორში.

ყველა ახალი ამბავი
0