რატომ აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა ტვიშში ჰესების მშენებლობას

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBშუახევიჰესის ტერიტორია
შუახევიჰესის ტერიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესების მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ტვიშიჰესის და ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჰესების მშენებლობას არ დავუშვებთ“, – აცხადებს მოსახლეობა.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პროექტების განხორციელება გარემოზე ზემოქმედების გეგმის გარეშე დაიგეგმა და ის სოფლებში მიკროკლიმატს შეცვლის. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ხეობაში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების 16 სოფელი წყლით დაფარება. 

ადგილობრივების ინფორმაციით, წყლით დაიფარება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორიაც. ასევე განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში – ლეჩხუმური ცოლიკაური, რომელიც ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა.

დამბის დანგრევა ლაოსში: მსხვერპლი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული >>

ტელეკომპანიის ცნობით, ჰესების მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. პროექტის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში 750 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. 

კომპანია Clean Energy Group Georgia-ს სოფელ ტვიშში საინფორმაციო ცენტრი აქვს განთავსებული, თუმცა კომპანიის თანამშრომლები სოფელში არ გამოჩენილან. თავად კომპანიაში მოსახლეობის აქციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური