ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: ზურაბიშვილი ცესკოში მივიდა

© FB / Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს კანდიდატი ამომრჩევლების ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების განცხადებით მიმართა.

ზურაბიშვილი მივიდა ცესკოში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, რომელში არიან რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.

სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს >>

ზურაბიშვილის თქმით, სამშაბათს დაიწყება ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება, რომელთა რაოდენობა, კანონმდებლობის  თანახმად, 25 900-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბანერი „ქართული ოცნების“ გამოსახულებით - Sputnik საქართველო
ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

 „ყველა ჩვენი მომხრე თბილისში და რეგიონებში ამ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და მონაწილეობას მივიღებ ხელმოწერების შეგროვებაში“, — განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თავის ოფიციალურ კამპანიას ის დაიწყებს ხუთშაბათს დიდ ჯიხაიშში, სადაც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

„ვფიქრობ, რომ სწორი არის, რომ იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ როგორი იქნება ჩემი ხედვა პრეზიდენტობის“, — ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: 11 პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „მშენებლობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობის „ქართული მარში“ ერთ–ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 — ოპოზიციის ახალი ალიანსი >>

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ორშაბათს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არ წარადგენს თავის კანდიდატურას, მაგრამ მას შეუძლია მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0