სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს

© photo: Sputnikსაპრეზიდენტო სასახლე ავლაბარში
საპრეზიდენტო სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სამსახურში ფეხით სიარულს და ბაზარში პროდუქტების შეძენას აპირებს

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს, მიხეილ სააკაშვილის დროს აშენებულ საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობა არ სურს.

„თავისუფალმა საქართველომ“ კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა >>

ავლაბრის სასახლე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იმ დროს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის პირველი კონფლიქტის მიზეზი გახდა. კოალიცია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ პრეზიდენტს ასეთ ძვირადღირებულ შენობაში ემუშავა, ამიტომ მისთვის აღადგინეს ახალი, უფრო მოკრძალებული რეზიდენცია — ორბელიანის სასახლე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – პოლიტიკოსი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ახალი სახელით გეგმავს

მარგველაშვილი, რომელიც კენჭს „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა, არჩევამდე მხარს უჭერდა თანამოაზრეებს, მაგრამ შემდგომში შეცვალა პოზიცია და ავლაბრის სასახლე დაიკავა.

„ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია. ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა Imedi-ს ეთერში.

პრეზიდენტი უნდა იმყოფებოდეს ისეთ ადგილას, რომელიც მის ფუნქციებით შეესაბამება, აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციები ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს შეიზღუდა. საუბრობდნენ, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის პრემიერ-მინისტრობას აპირებდა, რომელსაც იმ დროისათვის გაცილებით მეტი უფლებამოსილება ექნებოდა. ახლახან, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების დროს, კონსტიტუცია კვლავ განახლდა და პრეზიდენტის უფლებამოსილება უფრო მეტად შეიზღუდა. ხელისუფლების განმარტებით, ეს უკავშირდება ქვეყნის გადასვლას მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 — ოპოზიციის ახალი ალიანსი >>

ზურაბიშვილის განცხადებით, რომელსაც, ექსპერტების თვალსაზრისით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები აქვს, მას სურს იყოს „სხვა ტიპის პრეზიდენტი“.

„მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს“, — განმარტა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ მხარს სწორედ მას დაუჭერს. ამ შემთხვევაში მას გამარჯვების ნამდვილად ყველაზე მაღალი შანსები ექნება.

თავად მმართველ პარტიას ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჯერჯერობით არ გაუხმაურებია. პარტიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ. 

დღეისათვის ცესკოში შევიდა 14 კანდიდატის განაცხადი, მათ შორის ოთხი დამოუკიდებელია. მათ შორის არიან დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“), შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია), დავით უსუფაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“), კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“).

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს, თუმცა ცესკოში განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ გრიგოლ ვაშაძეს („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ზურაბ ჯაფარიძეს („ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“) და სალომე ზურაბიშვილს.

ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე >>

ვაშაძე არჩევნებზე კენჭს იყრის როგორც 11 ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ხოლო ჯაფარიძე და ზურაბიშვილი — როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები.

პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების საბოლოო სია 4 ოქტომბერს გამოქვეყნდება.


ყველა ახალი ამბავი
0