ცნობილია ესპანეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდების“ ვინაობა

© photo: Policía Nacional / FBესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოში დააკავეს თურქეთში მცხოვრებ „კანონიერი ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან კავშირში მყოფი ოთხი ადამიანი, რომლებიც ხშირად მიმართავდნენ ხოფერიას თხოვნით, დახმარებოდა ფულადი და ქონებრივი საკითხების გადაჭრაში.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  ესპანეთში, პროვინცია მალაგის მუნიციპალიტეტ მარბელაში პოლიციელებმა სპეცოპერაციის შედეგად ქართველი „კანონიერი ქურდები“ — 40 წლის დავით ქარდავა და 29 წლის ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ დააკავეს, განაცხადა შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს

ინფორმაცია ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 5 აგვისტოს გავრცელდა. ქართველი ქურდების გარდა ესპანეთის პოლიციამ კიდევ ცხრა ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთი სომხეთის მოქალაქე იყო. დანაშაულებრივი დაჯგუფება მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრების მკვლელობას გეგავდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ დაკავებული დანაშაულებრივი საქმიანობით… დაკავებული ქართველები ესპანური კანონმდებლობით დაისჯებიან“, — განაცხადა ბორცვაძემ.

დაკავებულებს დოკუმენტების გაყალბებაში, კრიმინალურ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში ედებათ ბრალი. 

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოში დააკავეს თურქეთში მცხოვრებ „კანონიერი ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან კავშირში მყოფი ოთხი ადამიანი, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, ხშირად მიმართავდნენ ხოფერიას თხოვნით, დახმარებოდა ფულადი და ქონებრივი საკითხების გადაჭრაში.

ყველა ახალი ამბავი
0