ესპანეთში ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს

© AFP 2024 / JOSEP LAGO ესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მიხედვით, დაკავებულები დაპირისპირებული დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.  ესპანეთში, მალაგას პროვინციაში,  ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით,  საქართველოს ორი მოქალაქე —  ლ.ბ. და ი.ფ.  და სომხეთის ერთი მოქალაქე ა.ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს.  

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს დეტალებს ასაჯაროებს: ძმები შუშანაშვილები და ესპანეთში კრიმინალების დაკავების საქმე

სამივე მამაკაცი კურორტ მარბელას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ისინი  რესტორანში გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული დაჯგუფების წევრის მოკვლას გეგმავდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი დიდი გავლენით სარგებლობს  რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.

ამჟამად სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფალისფიცირებული დოკუმენტები, მათ შორის  პოლონური და უკრანული ყალბი პასპორტები.

როგორც ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული პირების დაკავება  სპეცოპერაცია  სახელწოდებით „კუში 2"-ის  გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ივლისში  ესპანეთის რამდენიმე ქალაქში სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის,  შვიდი „კანონიერი ქურდი" დააკავეს.


ყველა ახალი ამბავი
0